თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელში აფეთქებების შედეგად მსხვერპლის რიცხვი 13-მდე გაიზარდა, 35 ადამიანი მძიმედაა დაჭრილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბელგიურ ტელეარხ VRT-ზე დაყრდნობით.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ბრიუსელის აეროპორტში სამშაბათს, დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე ორი აფეთქება მოხდა. კიდევ ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში. აფეთქებები ოფიციალურად ტერაქტად აღიარეს.