თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბელგიაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი ბრიუსელის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას მეტროში იმყოფებოდა, განაცხადა დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.
აფეთქება ბრიუსელის მეტროპოლიტენის სადგურ „მალბეკზე“ მოხდა, რომელიც „ევროპული“ კვარტლის ზონაში მდებარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელერადიოკომპანია RTBF-ზე დაყრდნობით.
„თვითონ მოვხვდი მეტროში ევაკუაციაში, აქ ისეთი რამ ხდება, ჯერ სამსახურამდე ვერ მივედი. მეტროში ვიყავი, ოღონდ სხვა სადგურში. სრული ევაკუაცია გამოაცხადეს. აფეთქება ჩემგან სამი სადგურის მოშორებით მოხდა“, — განაცხადა საკონსულოს წარმომადგენელმა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“.