თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ATP Challenger სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა, იტყობინება ATP-ს ოფიციალური გვერდი.
ფინალში ბასილაშვილმა სლოვაკ ლუკას ლასკოს მოუგო სამ სეტში — 6:1, 6:7, 7:5.
ამ წარმატების წყალობით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 ჩასათვლელი ქულა მოაგროვა, რამაც მას საშუალება მისცა ATP-ს რეიტინგში 117-ე ადგილიდან 107-ე ადგილზე გადასულიყო.
გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი ჩინეთში დარჩა რათა მონაწილეობა მიიღოს ანალოგიურ ტურნირში შენჩჟენში.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი 75 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ქართველის პირველი მეტოქე ხორვატი ფრანკო სკუგარი გახდება.