ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში საქართველოს მთავრობაში შეხვედრებს მართავს

© Сайт Георгия КвирикашвилиЕврокомиссар по вопросам торговли Сесилия Мальмстрем и премьер Грузии Георгий Квирикашвили
Еврокомиссар по вопросам торговли Сесилия Мальмстрем и премьер Грузии Георгий Квирикашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ახორციელებს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ გამოთქმულ ახალ ინიციატივებზე.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სესილია მალმსტრომს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ახორციელებს. მათ შორის, საუბარი წარიმართა DCFTA-ს ხელშეწყობის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტის შემცველი სესხის გაცემას ითვალისწინებს. 

აღნიშნული პროგრამა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ს მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება. 

შეღავათიან სესხს ბიზნესი კომერციული ბანკებისგან მიიღებს. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიმართულებით, საქართველოს ბანკების პარტნიორები იქნებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. 

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს ხვალ დატოვებს.


ყველა ახალი ამბავი
0