„გადაიხადე ლექსით“ – თბილისში უჩვეულო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik, Levan Avlabreliკაფეში შესულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ბლანკზე დაწეროს ლექსი და ამისათვის ფინჯანი ყავა ან ჩაი მიიღოს.
კაფეში შესულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ბლანკზე დაწეროს ლექსი და ამისათვის ფინჯანი ყავა ან ჩაი მიიღოს. - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაფეში შესულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ბლანკზე დაწეროს ლექსი და ამისთვის ფინჯანი ყავა ან ჩაი მიიღოს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. უჩვეულო აქცია „გადაიხადე ლექსით“ მიმდინარეობს საქართველოს დედაქალაქში პოეზიის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. 

აქციის ფარგლებში, რომელიც თანამედროვე პოეზიისა და პოეტების მხარდასაჭერად მიმდინარეობს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეუკვეთოს ფინჯანი ყავა ან ჩაი და ამისთვის ლექსით გადაიხადოს.

© SPUTNIK, LEVAN AVLABRELIაქცია "გადაიხადე ლექსით" თბილისის კაფეში
აქცია გადაიხადე ლექსით თბილისის კაფეში - Sputnik საქართველო
აქცია "გადაიხადე ლექსით" თბილისის კაფეში
 

ლექსებს წერენ სპეციალურად ამისთვის შექმნილ დაწესებულების საფირმო ბლანკზე. 

ორგანიზატორები მსურველებს არ ზღუდავენ შემოქმედებაში. „საფასურის“ გადახდა ნებისმიერი ლექსით არის შესაძლებელი — საკუთარით, ან ცნობილი პოეტის, ლირიული ან სახუმარო, რითმით ან თეთრი ლექსით. 

„გადაიხადე ლექსით“ აქციის ელჩები გახდნენ თბილისში ცნობილი პოეტი ნანა ცინცაძე და მწერალი და სცენარისტი დავით ტურაშვილი. 

„დღეს პოეზიის საერთაშორისო დღეა, ასევე ჟურნალისტიკისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების. მგონია, რომ 21-ე საუკუნეში ყველაფერი უფრო უხეში გახდა, განსაკუთრებით, ურთიერთობები ადამიანებს შორის. პოეზია და ლექსები გვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ“, — უთხრა Sputnik-ს ნანა ცინცაძემ.

© SPUTNIK, LEVAN AVLABRELIაქცია "გადაიხადე ლექსით" თბილისის კაფეში
აქცია გადაიხადე ლექსით თბილისის კაფეში - Sputnik საქართველო
აქცია "გადაიხადე ლექსით" თბილისის კაფეში
 

აქციაში „გადაიხადე ლექსით“ ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვა ქართველმა პოეტებმა. თბილისში ეს ღონისძიება მხოლოდ ერთ დღეს გასტანს. 

აქცია ორიგინალური სახელწოდებით „შთაგონება ყოველ ფინჯანში“, ტრადიციულად მთელ მსოფლიოში ტარდება. იგი პირველად 2013 წელს რუმინეთში გაიმართა, რომლის შემდეგაც უჩვეულო ტრადიცია სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს. გასულ წელს ფინჯანი ყავისა და ჩაისთვის 100 000 ლექსის ბლანკით გადაიხადეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე დაწერილი ლექსებით. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0