გიორგი გაჩეჩილაძე: საქართველო რუსეთის პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს

© თ. ჩოჩუაგიორგი გაჩეჩილაძე
გიორგი გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

ფაქტს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე და კარასინის განცხადებას პროვოკაციას უწოდებს. როგორც გაჩეჩილაძემ sputnik-თან ინტერვიუში განმარტა, კარასინი და, ზოგადად, რუსეთი ცდილობს, რომ ჟენევისა და კარასინ-აბაშიძის ფორმატს პრობლემები შეუქმნას. 

გიორგი გაჩეჩილაძე: კარასინის განცხადება ძალიან უცნაური იყო თავისი კონტექსტით. ბუნებრივია, ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმ არგუმენტთან, რაც კარასინმა თავად მოიყვანა. კარასინის განცხადებას სხვა მიზნები აქვს. ამ განცხადების მიზანია, რომ ჟენევისა და კარასინ-აბაშიძის ფორმატს პრობლემები შეექმნას. 

გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები. ისინი მუდმივად ითხოვენ კარასინ-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციასა და კარასინის განცხადებას შორის ძალიან სერიოზულ კავშირს ვხედავ. როგორც ჩანს, რუსეთიც დაინტერესებულია, რომ ამ ფორმატებს პრობლემა შეექმნას და დიალოგი შეწყდეს. რადგან, ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, რუსეთისთვის მიუღებელია. ესენი გახლავთ უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტები, „შაჰ-დენიზი 2“, „აბრეშუმის გზა“ და ანაკლიის პორტი. ეს ძალიან სერიოზული საკითხებია და, ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებში შედის, რომ ამას ხელი შეუშალოს. ასე იყო სააკაშვილის დროსაც. მათ სააკაშვილის მეშვეობით ყველაფერი მოახერხეს, რაც სურდათ. 

– როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ ვითარებაში?

— საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი ნებისყოფა უნდა გამოიჩინოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ერთობლივ თამაშსა და პროვოკაციას. უნდა გაიხსენოს ხელისუფლებამ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი მხოლოდ საქართველოს ინიციატივა არაა და გახლავთ ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა. ამიტომ ამ ფორმატის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახალა ძალიან დიდი მოთმინება და სტაბილურობა გვჭირდება. 

– თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მზაობას გამოთქვამს. რატომ შეიქმნა პრობლემები?

— რუსეთისთვის პრობლემა არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება აშკარად პროდასავლურია. რუსეთისთვის პრობლემატურია ეს ხელისუფლება. 

აუცილებლად უნდა გაცხადდეს, თუ რომელი პოლიტიკური ძალის იმედი აქვს რუსეთს. ეს ძალა კი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“. თუ გადავხედავთ 2003 წლიდან მოყოლებულ ისტორიას, დავინახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით რუსეთმა საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი მიისაკუთრა და ყველა ოცნება აისრულა, რაც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ჰქონდა. 

საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გახადა მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში და შანსი მისცა ვიღაცებს, რომ ამ ძალის საშუალებით ქვეყანაში არასტაბილურობა შეიქმნას. 

უნდა ველოდოთ კადრების კვლავ გავრცელებას. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. 

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0