განათლების მინისტრმა სკოლებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარებისკენ მოუწოდა

© FB/ mes.gov.geთამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ სანიკიძემ „მზის შვილების“ მშობლებს სთხოვა, ატარონ ისინი სკოლებში, რათა მათ შეძლონ თანატოლებთან ურთიერთობა, განათლების მიღება და საზოგადოებაში ინტეგრირება.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სკოლების ადმინისტრაციებსა და პედაგოგებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სწავლის პროცესში.

ამჟამად საქართველოს საჯარო სკოლებში 100-ზე მეტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი სწავლობს.

„დღეს სკოლებში არის ყველა შესაძლებლობა, რესურსი, სპეციალურად მომზადებული პედაგოგები იმისთვის, რათა ამ ბავშვებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში მოვემსახუროთ“, — განაცხადა თამარ სანიკიძემ დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღინიშნება

მინისტრმა „მზის შვილების“ მშობლებს სთხოვა, ატარონ ისინი სკოლებში, რათა მათ შეძლონ თანატოლებთან ურთიერთობა, განათლების მიღება და საზოგადოებაში ინტეგრირება.

„ჩემი გოგონა ცხრა წლისაა. ის ჩვეულებრივ საშუალო სკოლაში დადის. მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებსაც არასდროს უვლიათ სკოლაში, იმიტომ, რომ უარს ეუბნებოდნენ მიღებაზე. დღეს იღებენ ბავშვებს დაუნის სინდრომით და მათ ძალიან უყვართ სკოლა. აი, ჩვენ, მაგალითად, არასდროს ვაცდენთ გაკვეთილებს“, — უთხრა ჟურნალისტებს ერთ–ერთმა მშობელმა მანანა კანდელაკმა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს განათლების სამინისტროში ჩატარდა ღონისძიება „მე და ჩემი მეგობარი“. მასზე მიწვეული იყვნენ ბავშვები დაუნის სინდრომით, რომლებსაც პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები ართობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0