ბიჭი დაუნის სინდრომით ცნობილი მხატვარი გახდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliლექსო თოდიაშვილი
ლექსო თოდიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი ნიჭიერი მხატვრის ლექსო თოდიაშვილის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც პიანისტობაზე ოცნებობს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. 22 წლის ლექსო თოდიაშვილმა, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, ამადეო მოდილიანის ნახატებითა და ადრიანო ჩელენტანოს მუსიკით შთაგონებულმა, 13 სურათი დახატა, რომლებიც აპრილში ლონდონში გამოიფინება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღინიშნება

21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მთელ მსოფლიოში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

„ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. განსაკუთრებით პორტრეტების ხატვა მიყვარს. ასევე მოდილიანის სურათებს ვხატავ. თბილისში სამი გამოფენა მქონდა, ლონდონის გამოფენა უკვე მეოთხე იქნება. მე თვითონ ვარჩევ ფერებს, მიყვარს მკვეთრი ფერები, ძალიან სწრაფად ვხატავ“, — განუცხადა Sputnik-ს თოდიაშვილმა.

დღეს ლექსოს ერთი ოცნება აქვს — მას პიანისტობა უნდა. ამბობს, რომ ცოტა დაკვრა იცის, მაგრამ ფორტეპიანო არა აქვს, რომ მუსიკაში გულმოდგინედ იმეცადინოს.

© Levan Avlabreliლექსო თოდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა
ლექსო თოდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
ლექსო თოდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა

„პიანინო რომ მქონდეს, უფრო კარგად ვისწავლიდი დაკვრას. ასევე შემიძლია დირიჟორობა, ერთხელ ოპერაშიც გამოვედი და ვუდირიჟორე. ძალიან მიყვარს ჩელენტანო, ტელეფონში მისი სიმღერები მაქვს ჩაწერილი“, — ამბობს ლექსო.
ახალგაზრდა მხატვარს ძალიან უყვარს სეირნობა. მისი საყვარელი ადგილი მთაწმინდის პარკია, სადაც ხშირად დადის და ჩანახატებს აკეთებს. „ბუნება კარგად მკარნახობს, რა უნდა დავხატო“, — აღნიშნა ახალგაზრდა მხატვარმა.
თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებად ლექსო დედასა და უფროს ძმას მიიჩნევს. დედისთვის პროდუქტები მიაქვს და კერძების მომზადებაში ეხმარება, სხვათა შორის, პროფესიულ დონეზე.

„ლექსო პროფსასწავლებელში მზარეულის სპეციალობაზე სწავლობს. მისი კურსებზე შეყვანა გადავწყვიტეთ, რათა შეძლოს თავისთვის საჭმლის მომზადება, იყოს დამოუკიდებელი. მისი მასწავლებელი ამბობს, რომ მას მშვენიერი მონაცემები აქვს და მზარეულად მუშაობაც შეუძლია“, — აღნიშნა ლექსოს დედამ ნანა ლებანიძემ.

© Levan Avlabreliლექსო თოდიაშვილი და მისი ნამუშევრები
ლექსო თოდიაშვილი და მისი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ლექსო თოდიაშვილი და მისი ნამუშევრები

 

მან ასევე ისაუბრა, რომ მას შვილის საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე მრავალი სიძნელის გადალახვა მოუწია. იყო ბევრი ნეგატიური მომენტი, რასაც ცდილობენ, აღარ გაიხსენონ.

„ერთხელ ლექსო ჩემთან მოვიდა და მკითხა: დედა, მე მართლა ავადმყოფი ვარ? ვერაფერი ვუპასუხე. მაგრამ უფროსმა ვაჟმა უპასუხა, რომ ყველა ვავადმყოფობთ ხანდახან, როდესაც, მაგალითად, გრიპი გვაქვს, ახლა კი ის აბსოლუტურად ჯანმრთელია“, — აღნიშნა ლებანიძემ.

ლექსოს დედის თქმით, მას შვილები ერთმანეთისგან არასდროს გაურჩევია, უბრალოდ, ცხოვრობდა პრინციპით: ყველა ადამიანს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს.

© Levan Avlabreliგოგონა ლექსო თოდიაშვილის ნახატებს ათვალიერებს
გოგონა ლექსო თოდიაშვილის ნახატებს ათვალიერებს - Sputnik საქართველო
გოგონა ლექსო თოდიაშვილის ნახატებს ათვალიერებს

„არასდროს ვმალავდი საკუთარ შვილს, ყველგან დამყავდა მიუხედავად იმისა, რომ მის მიღებაზე საბავშვო ბაღმაც და სკოლამაც უარი განმიცხადეს. კერძო მასწავლებელი დავიქირავე და მასთან ის მუშაობდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ თავი გაუცხოებულად არ ეგრძნო“, — აღნიშნა მან.

„მზის შვილების“ მშობლები ჰყვებიან, რომ ამ ბავშვებს, როგორც ყველა სხვას, უნიკალური შესაძლებლობები აქვთ, გამოირჩევიან საკუთარი ინდივიდუალურობით, სიყვარულისა და სინაზის მონიჭების უნარით და რაც ყველაზე მთავარია, ამ ბავშვებს ბედნიერად ცხოვრება და ასევე მშობლების ცხოვრების ბედნიერად ქცევა შეუძლიათ.

© Levan Avlabreliლექსო თოდიაშვილი საკუთარი ნამუშევრების გამოფენაზე
ლექსო თოდიაშვილი საკუთარი ნამუშევრების გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ლექსო თოდიაშვილი საკუთარი ნამუშევრების გამოფენაზე

 

ყველა ახალი ამბავი
0