თბილისი, 20 მარტი — Sputnik. წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან, — იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამ დროისათვის ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ძლიერი კვამლია ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.
ადამიანები უკვე გამოიყვანეს ტაძრიდან. ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დაშავებულებსა და ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.