თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს არმია სრულად მომარაგდება ქართული წარმოების ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით, — იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ამუნიციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ დაამზადებს. ამ დროისათვის ცენტრი უკვე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ შეკვეთაზე.
„ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში „დელტას“ სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა“, — ნათქვამია განცხადებაში.
„დელტას“ ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილი თქმით, ცენტრი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას პროდუქციის ექსპორტზე.
„დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.
უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.