აფეთქება სტამბულში დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა ისთიქლიალის ქუჩაზე. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. იხილეთ Sputnik–ს ფოტოლენტა შემთხვევის ადგილიდან.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა.
სტამბულის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 20 ადამიანი.
ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები მდებარეობს. ისთიქლიალის ქუჩა ასევე ტურისტების თავშეყრის ადგილია, ვინაიდან ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

სტამბოლის ტერაქტში ოცზე მეტი ადამიანი დაშავდა. საუბარია ოთხ გარდაცვლილზე.

აფეთქება სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

აფეთქება ისთიქლიალის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრთან ახლოს მოხდა.

ისთიქლიალის ქუჩა ასევე გახლავთ ტურისტების თავშეყრის ადგილი, ვინაიდან ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, რუსეთის საკონსულო და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები მდებარეობს

პოლიციამ ისთიქლიალის ქუჩა გადაკეტა.

საგანგებო სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე.

ტერაქტის ადგილზე მუშაობს პოლიცია.

ტერაქტს გადარჩენილი ქალბატონი.

ტერაქტის ადგილი ყველა მხრიდან გადაკეტილია.