დუბაიდან დონის როსტოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო Boeing 737-800 წუხელ 4:42 საათზე ჩამოვარდა. იხილეთ Sputnik–ის ფოტომასალა, თუ როგორ მუშაობენ კატასტროფის ადგილზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები.
სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დონის როსტოვში წუხელ თბილისის დროით 4:42 საათზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლს ასცდა და მისგან მარცხნივ დაეცა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ცუდი ხილვადობა იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ლაინერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
ამჟამად აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია. აეროპორტში მხოლოდ დაღუპულთა ახლობელ–ნათესავები, ჟურნალისტები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან. კატასტროფის ადგილზე დილიდან მუშაობს საავარიო–სამაშველო ბრიგადა, რომელიც თვითმფრინავის ნამსხვრევებში ცხედრების აღმოჩენას ცდილობს. ამინდი ხელს უშლის სამუშაოს სრულყოფილად შესრულებას. დონის როსტოვში ამ დრომდე შტორმია. მოდის ძლიერი წვიმა და ქარიშხალია.