თბილისში პირად ცხოვრებაში ჩარევა გააპროტესტეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ააქციის მონაწილეები სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გამოყენებით პირად ცხოვრებაში ჩარევისა და შანტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. შაბათს თბილისის ქუჩებში პირად ცხოვრებაზე უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად 200 ადამიანზე მეტი გამოვიდა, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ხელოვნების მოღვაწეები. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაციების მოძრაობა „ეს შენ გეხება“.

გასულ კვირას საქართველოში თითქოსდა ერთ-ერთი  პოლიტიკოსის მონაწილეობით  ინტიმური ხასიათის ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოჩენის გამო სკანდალი აგორდა. ამ კვირის დასაწყისში ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, სახელების  გარეშე, მაგრამ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების „მონაწილეობით“ ვიდეოს გამოქვეყნების მუქარით. ორივე ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„აქციის მიზანია ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ პროტესტია, ხალხის შანტაჟის, ტერორის და იმის წინააღმდეგ პროტესტი, რაც ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე დღის წინ“,-განუცხადა Sputnik-ის კორესპონდენტს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენელმა ნიკა ჯეირანაშვილმა. აქციის მონაწილეებმა უფლებადამცველ ორგანოებს ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტების რაც შეიძლება სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს.

© SPUTNIK/ LEVAN AVLABRELIაქცია თბილისში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნით
აქცია თბილისში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
აქცია თბილისში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნით

მნიშვნელოვანია, რომ პირად ცხოვრებაზე უკანონო თვალთვალისთვის დაუსჯელობის სინდრომი სამუდამოდ გაქრეს, აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში სამთავრობო კანცელარიის შენობამდე მსვლელობით გაიარეს. აქციაში ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა პოლიტიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ  ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერ სამართლიან სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს. ყველანი, ვინც უკანონო მოსმენასა და ინტერნეტში პუბლიკაციასთანაა დაკავშირებული, ციხეში უნდა იჯდეს“,- განაცხადა Sputnik-თან ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

ჩვენ ყველანი ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, ხაზი გაუსვა მან.

ყველა ახალი ამბავი
0