თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში აფეთქება მოხდა, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ორ მათგანს მცირე დაზიანება აქვს მიღებული, ხოლო მესამეს დაზიანებები არ აღენიშნება. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად, კვების ობიექტში დაზიანებულია ინვენტარი და ფანჯრები.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მცირე ზომის აფეთქება დაზიანებული გაზის ბალონიდან ბუნებრივი აირის გამოჟონვამ გამოიწვია.
საქმე აღძრულია "სისხლის სამართლის კოდექსის" 188-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.