თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Nike სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი წარმოადგინა თასმების ავტომატური სისტემით, რომელიც წააგავს ფუტურისტულ ფეხსაცმელს ფილმიდან „უკან მომავალში-2“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეკომპანია ABC-ზე დაყრდნობით.
მოდელი სახელწოდებით HyperAdapt 1.0 თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება Nike+ კლუბის წევრებისათვის. „როგორც კი იცვამთ ფეხსაცმელს, ქუსლები რთავენ სენსორებს და სისტემა ავტომატურად შემოჭიმავს ფეხსაცმელს. მათზე გვერდებზე განთავსებულია ორი ღილაკი, მოჭიმვისა და მოდუნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ მოჭიმვის ხარისხი“, — თქვა მოდელის პრეზენტაციაზე კომპანიის ტექნიკური განყოფილების უფროსმა ტიფანი ბირსმა.
Nike სპორტულ ფეხსაცმელს, სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალ მოდელებთან ერთად წარმოადგენს და თვლის რომ მათი მეშვეობით 2020 წლისათვის 50 მილიარდ დოლარიან საერთო მოგებას მიიღებს, აღნიშნავს სააგენტო ასოშეიტედ პრესი.
Nike-ის ახალი მოდელის ფეხსაცმლის პირველი მფლობელი ამერიკელი მსახიობი მაკლ ჯეი ფოქსი გახდა, რომელმაც მარტი მაკფლაის როლი შეასრულა კინოტრილოგიაში „უკან მომავალში“. Nike-მა მას ოქტომბერში აჩუქა წყვილი, როცა გამოცხადდა რომ ამ სახის სპორტული ფეხსაცმლის მასობრივი გამოშვება იწყება.
„უკან მომავალში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრილოგია გახდა კინოს ისტორიაში და 80-იანი წლების კინოს ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელმაც დროის ყველა ნიშან-თვისება შეკრიბა: დაწყებული პირველი ვიდეოკამერებიდან და ელექტროგაჯეტებიდან და ვინტაჟური სპეცეფექტებით დასრულებული.