ერთი საათი უშუქოდ — თბილისი საერთაშორისო აქციას უერთდება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალ ბაღში 20:00 საათზე გაიმართება აქცია, რომელიც „დედამიწის საათს“ ეძღვნება. აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი The Wisky და ჩრდილების თეატრი.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისი დღეს შეუერთდება საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას „დედამიწის საათი“, იუწყება სააგენტო Новости-Грузия თბილისის მერიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

პირველად ასეთი ღონისძიება 2007 წელს ჩატარდა ავსტრალიაში, რომლის ორგანიზატორიც „ველური ბუნების ფონდი“ იყო. აქციამ საერთაშორისო მხარდაჭერა მომდევნო წელს მიიღო. „დედამიწის საათს“ მსოფლიოს 178 ქვეყანაში აღნიშნავენ.

„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით შაბათს გაითიშება ქალაქის გარე განათება, სამინისტროების, პარლამენტის, მერიის, საკრებულოს შენობების, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტის, მშვიდობის ხიდის, ნარიყალას ციხისა და სამების ტაძრის განათება“, — აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

აქცია 20:30 საათიდან 21:00 საათამდე გასტანს.

მრგვალ ბაღში 20:00 საათზე გაიმართება აქცია, რომელიც „დედამიწის საათს“ მიეძღვნება. აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი The Wisky და ჩრდილების თეატრი.

აქცია „დედამიწის საათი“ მთელი მსოფლიოს ადამიანებს მოუწოდებს, დედამიწის მომავალზე ზრუნვის დასტურად, ერთი საათით გამორთონ შუქი და ყველა ელექტროხელსაწყო. 2015 წელს აქციაში 172 ქვეყნის 2 მილიარდზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0