ბათუმში საცხოვრებელი ბინა აფეთქდა. მსხვერპლი არ არის

გამოწერა
ბინაში, რომელშიც სტუდენტები ცხოვრობდნენ, აფეთქება მოხდა. თხუთმეტამდე ახლომდებარე სახლში მინები ჩაიმსხვრა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბუნებრივი აირის აფეთქების გამო ბათუმის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რამაც თხუთმეტამდე ახლომდებარე სახლი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი იმ ბინაში აფეთქდა, რომელშიც სტუდენტები ცხოვრობდნენ. თავად ახალგაზრდები არ დაშავებულან.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომახლო თხუთმეტამდე სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილობრივები შემთხვევის მიზეზად წუხელ გაზის ავარიის გამო მოულოდნელ გათიშვას ასახელებენ.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0