ძველი თბილისი — რკინის ბურჯებით გამაგრებული სახლები

გამოწერა

გუდიაშვილის მოედანსა და ახლომახლო ქუჩებზე მდებარე სახლები „ფოლადის პერანგშია“ მოქცეული. იქ უამრავი რკინის ბურჯი გაჩნდა. იხილეთ Sputnik–ის ფოტომასალა, რომელიც თბილისის ისტორიული მოედნის დღევანდელობას ასახავს.

გუდიაშვილის მოედანსა და ახლომდებარე ქუჩებზე აღმართული რკინის ბურჯები სარემონტო–აღდგენითი სამუშაოების პროცესში გაჩნდა. თუმცა ეს ძველი შენობა–ნაგებობების ფასადის ნაწილი არ არის. ისინი მიწისქვეშა სამუშაოებისას სახლების შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო.

ადგილობრივი მოსახლეობა, ცოტა არ იყოს, ღელავს და აცხადებს, რომ თუ რკინის კონსტრუქციები ჩამოიშლება, ვერც ავარიულ სახლებს იხსნის ნგრევისგან და მეზობელ შენობებსაც დაანგრევს. სპეციალისტების აზრით კი, რკინის ბურჯები ამჟამად ერთადერთი გამოსავალია ძველი შენობების შესანარჩუნებლად.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის“ ნაწილია, რომლის განხორციელებაზეც მხოლოდ მიმდინარე წელს სახელმწიფო 21 მილიონ ლარს გამოყოფს. კონკრეტულად გუდიაშვილის მოედნისა და ახლომახლო ქუჩების რეაბილიტაციაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliასე გამოიყურება დღეს ახოსპირელის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის კუთხე
ასე გამოიყურება დღეს ახოსპირელის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის კუთხე - Sputnik საქართველო
1/21
ასე გამოიყურება დღეს ახოსპირელის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის კუთხე
© Sputnikწარწერა ძველი თბილისის ერთ-ერთ სახლზე, რომელიც მისი აშენების დროს გვამცნობს _ 1904 წელი.
წარწერა ძველი თბილისის ერთ-ერთ სახლზე, რომელიც მისი აშენების დროს გვამცნობს _ 1904 წელი. - Sputnik საქართველო
2/21
წარწერა ძველი თბილისის ერთ-ერთ სახლზე, რომელიც მისი აშენების დროს გვამცნობს _ 1904 წელი.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliამ ქუჩაზე ბევრი შენობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.
ამ ქუჩაზე ბევრი შენობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული. - Sputnik საქართველო
3/21
ამ ქუჩაზე ბევრი შენობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხანდახან გეჩვენება, რომ ქუჩაზე კანტიკუნტად გამვლელებიც გასული საუკუნიდან ჩნდებიან.
ხანდახან გეჩვენება, რომ ქუჩაზე კანტიკუნტად გამვლელებიც გასული საუკუნიდან ჩნდებიან. - Sputnik საქართველო
4/21
ხანდახან გეჩვენება, რომ ქუჩაზე კანტიკუნტად გამვლელებიც გასული საუკუნიდან ჩნდებიან.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliამ ქუჩაზე გავლისას რაღაცნაირად ითრგუნები. ბევრი სახლი უკვე ჩამონგრეულია, ხოლო რკინის ბურჯები თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომელი იქნება შემდეგი.
ამ ქუჩაზე გავლისას რაღაცნაირად ითრგუნები. ბევრი სახლი უკვე ჩამონგრეულია, ხოლო რკინის ბურჯები თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომელი იქნება შემდეგი. - Sputnik საქართველო
5/21
ამ ქუჩაზე გავლისას რაღაცნაირად ითრგუნები. ბევრი სახლი უკვე ჩამონგრეულია, ხოლო რკინის ბურჯები თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომელი იქნება შემდეგი.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსპეციალისტების თქმით, რკინის ბურჯები შენობების ფასადის ნაწილი არ არის. მათი დადგმა იმისთვისაა საჭირო, რომ მიწისქვეშა სამუშაოებისას სახლები არ ჩამოიქცეს.
სპეციალისტების თქმით, რკინის ბურჯები შენობების ფასადის ნაწილი არ არის. მათი დადგმა იმისთვისაა საჭირო, რომ მიწისქვეშა სამუშაოებისას სახლები არ ჩამოიქცეს. - Sputnik საქართველო
6/21
სპეციალისტების თქმით, რკინის ბურჯები შენობების ფასადის ნაწილი არ არის. მათი დადგმა იმისთვისაა საჭირო, რომ მიწისქვეშა სამუშაოებისას სახლები არ ჩამოიქცეს.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადგილობრივებს მაინცდამაინც არ სჯერათ, რომ რკინის ბურჯები ძველ შენობებს ნგრევისგან დაიცავს.
ადგილობრივებს მაინცდამაინც არ სჯერათ, რომ რკინის ბურჯები ძველ შენობებს ნგრევისგან დაიცავს. - Sputnik საქართველო
7/21
ადგილობრივებს მაინცდამაინც არ სჯერათ, რომ რკინის ბურჯები ძველ შენობებს ნგრევისგან დაიცავს.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახლების ნაწილი უკვე დატოვა მოსახლეობამ.
სახლების ნაწილი უკვე დატოვა მოსახლეობამ. - Sputnik საქართველო
8/21
სახლების ნაწილი უკვე დატოვა მოსახლეობამ.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიუხედავად ნგრევისა, მაინც გეჩვენება, რომ სწორედ აქ, ძველი თბილისის გულშია შენარჩუნებული სიმყუდროვე და მომხიბლაობა.
მიუხედავად ნგრევისა, მაინც გეჩვენება, რომ სწორედ აქ, ძველი თბილისის გულშია შენარჩუნებული სიმყუდროვე და მომხიბლაობა. - Sputnik საქართველო
9/21
მიუხედავად ნგრევისა, მაინც გეჩვენება, რომ სწორედ აქ, ძველი თბილისის გულშია შენარჩუნებული სიმყუდროვე და მომხიბლაობა.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახლი გუდიაშვილის მოედანზე.
სახლი გუდიაშვილის მოედანზე. - Sputnik საქართველო
10/21
სახლი გუდიაშვილის მოედანზე.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა ახოსპირელის ქუჩაზე.
გოგონა ახოსპირელის ქუჩაზე. - Sputnik საქართველო
11/21
გოგონა ახოსპირელის ქუჩაზე.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსარესტავრაციოდ გამზადებული რკინის კონსტრუქციების ახლოს ამ უბნელი ბავშვები თამაშობენ. ნეტავ, თუ კიდევ იდგება ეს სახლები, როცა ისინი გაიზრდებიან?
სარესტავრაციოდ გამზადებული რკინის კონსტრუქციების ახლოს ამ უბნელი ბავშვები თამაშობენ. ნეტავ, თუ კიდევ იდგება ეს სახლები, როცა ისინი გაიზრდებიან? - Sputnik საქართველო
12/21
სარესტავრაციოდ გამზადებული რკინის კონსტრუქციების ახლოს ამ უბნელი ბავშვები თამაშობენ. ნეტავ, თუ კიდევ იდგება ეს სახლები, როცა ისინი გაიზრდებიან?
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი ეზოს რკინის ჭიშკარი გუდიაშვილზე.
ერთ-ერთი ეზოს რკინის ჭიშკარი გუდიაშვილზე. - Sputnik საქართველო
13/21
ერთ-ერთი ეზოს რკინის ჭიშკარი გუდიაშვილზე.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადგილობრივებს ყოველდღე უწევთ რკინის ბურჯებით "შებოჭილ" შენობებს შორის სიარული.
ადგილობრივებს ყოველდღე უწევთ რკინის ბურჯებით შებოჭილ შენობებს შორის სიარული. - Sputnik საქართველო
14/21
ადგილობრივებს ყოველდღე უწევთ რკინის ბურჯებით "შებოჭილ" შენობებს შორის სიარული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახოსპირელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აკრძალული არ არის.
ახოსპირელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აკრძალული არ არის. - Sputnik საქართველო
15/21
ახოსპირელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აკრძალული არ არის.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებელი მშვიდად მუშაობს ერთ-ერთი სახლის ხარაჩოზე. ყველაფრიდან ჩანს, რომ სახლში ამ დროისათვის არავინ ცხოვრობს.
მშენებელი მშვიდად მუშაობს ერთ-ერთი სახლის ხარაჩოზე. ყველაფრიდან ჩანს, რომ სახლში ამ დროისათვის არავინ ცხოვრობს. - Sputnik საქართველო
16/21
მშენებელი მშვიდად მუშაობს ერთ-ერთი სახლის ხარაჩოზე. ყველაფრიდან ჩანს, რომ სახლში ამ დროისათვის არავინ ცხოვრობს.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliასე გამოიყურება სახლები გუდიაშვილის მოედნისა და ახოსპირელის ქუჩის კვეთაზე.
ასე გამოიყურება სახლები გუდიაშვილის მოედნისა და ახოსპირელის ქუჩის კვეთაზე. - Sputnik საქართველო
17/21
ასე გამოიყურება სახლები გუდიაშვილის მოედნისა და ახოსპირელის ქუჩის კვეთაზე.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისის მცხოვრები ძველი ნივთებით.
ძველი თბილისის მცხოვრები ძველი ნივთებით. - Sputnik საქართველო
18/21
ძველი თბილისის მცხოვრები ძველი ნივთებით.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგუდიაშვილის მოედანზე მდებარე სახლის სადარბაზო შესასვლელი.
გუდიაშვილის მოედანზე მდებარე სახლის სადარბაზო შესასვლელი. - Sputnik საქართველო
19/21
გუდიაშვილის მოედანზე მდებარე სახლის სადარბაზო შესასვლელი.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliასეთი ნაპრალები აქვს გუდიაშვილის მოედანზე სახლებს.
ასეთი ნაპრალები აქვს გუდიაშვილის მოედანზე სახლებს. - Sputnik საქართველო
20/21
ასეთი ნაპრალები აქვს გუდიაშვილის მოედანზე სახლებს.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაივანზე სარეცხი შრება - ესე იგი, აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ.
აივანზე სარეცხი შრება - ესე იგი, აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ. - Sputnik საქართველო
21/21
აივანზე სარეცხი შრება - ესე იგი, აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ.
ყველა ახალი ამბავი
0