პარლამენტის სამი დეპუტატი ავტოავარიაში მოყვა

გამოწერა
თერჯოლასთან მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან კოალცია „ქართული ოცნებიდან“.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სამი დეპუტატი ქალაქ თერჯოლასთან ავტოავარიაში მოყვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

დაშავებულები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კოალცია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ციტირებს სააგენტო რადიო „პირველს“.

„მოხვდნენ თუ არა დეპუტატები ავტოავარიაში, ამის თქმა არ შემიძლია, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ თერჯოლასთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ ერთმანეთს“, — თქვა შსს-ს პრეს-ცენტრის თანამშრომელმა თამო კუჭავამ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 


ყველა ახალი ამბავი
0