ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთმა დაზიანება მიიღო. დაღუპული კაპრალი იყო და შვებულებით მშობლიურ სოფელში მიდიოდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის კაპრალი პარასკევს, 18 მარტს ქალაქ გორთან ორი მიკროავტობუსის შეჯახების მსხვერპლი გახდა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.  

დაშავებული მაშინვე გადაიყვანეს გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მაგრამ იგი გზაში გარდაიცვალა. სამხედრო მოსამსახურე 41 წლის იყო. 

„ის კაპრალი იყო და მეხუთე ბრიგადაში მსახურობდა, ამჟამად შვებულებაში იყო და მშობლიურ სოფელში მიემგზავრებოდა. სწორედ მაშინ  მოხდა ორი მიკროავტობუსის შეჯახება“, — თქვა თავდაცვის სამინისტროს საზოდაგოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ კაციტაძემ. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავეებს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 


ყველა ახალი ამბავი
0