საქართველოში მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

© https://www.facebook.com/mofgeorgiaგაფორმების ეკონომიკურ ზონა ფოთში
გაფორმების ეკონომიკურ ზონა ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის კაპიტანს ბრალი ედება საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი BAKAN-ი დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

გემის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქეს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, გემის კაპიტნის მიმართ დაიწყო საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით — საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა).

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0