ხანძარი ჰიპერმარკეტ „გუდვილში" საბურთალოზე. ვიდეოკადრები ადგილიდან

გამოწერა

საბურთალოს „გუდვილში" გაჩენილ ცეცხლს ათი სახანძრო მანქანა აქრობდა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ მუშაობდნენ მეხანძრეები და მაშველები ადგილზე.

წინასწარი მონაცემებით, „გუდვილის“ ერთ–ერთ მაღაზიაში დაწყებული და შემდეგ 500 კვ.მ–ზე გავრცელებული ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა.

ჰიპერმარკეტის პერსონალი და მომხმარებლები დროულად გამოიყვანეს შენობიდან.

ხანძრის ჩაქრობისას დაშავდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.



ყველა ახალი ამბავი
0