„დედამიწის საათს“ წელს მსოფლიოს 178 ქვეყანა აღნიშნავს

© photo: Sputnik / Михаил Сербин / გადასვლა მედიაბანკშიდედამიწის საათი მოსკოვში
დედამიწის საათი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს კვლავ ჩაქრება განათებები ისეთ ღირსშესანიშნაობებზე როგორიცაა ლონდონის ბიგ-ბენი, წმინდა ოჯახის ტაძარი ბარსელონაში, სიდნეის ოპერის ტეატრზე, ლურჯ მეჩეთზე სტამბულში, ათენის აკროპოლზე და ა.შ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას „დედამიწის საათი“ უახლოეს შაბათ დღეს  მსოფლიოს 178 ქვეყანაში აღნიშნავენ, განაცხადა "Россия сегодня"-ს პრესცენტრში რუსეთში ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) დირექტორმა იგორ ჩესტინმა. 

„სულ მსოფლიოს 178-მა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობის სურვილი. შარშან ეს რიცხვი 172 იყო. ესე იგი წელს 6 ქვეყანა დავიმატეთ. მალე ქვეყნების რაოდენობის თვლას შევწყვეტთ, რადგან „დედამიწის საათს“ ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ“, — თქვა ჩესტინმა. 

მისი თქმით წელს კვლავ ჩაქრება განათებები ისეთ ღირსშესანიშნაობებზე როგორიცაა: ლონდონის ბიგ-ბენი, წმინდა ოჯახის ტაძარი ბარსელონაში, სიდნეის ოპერის ტეატრზე, ლურჯ მეჩეთზე სტამბულში, ათენის აკროპოლზე, წმინდა პეტრეს ტაძარზე ვატიკანში, ეიფელის კოშკზე პარიზში, ემპაიერ-სტეით-ბილდინგზე ნიუ-იორკში, ნიაგარის ჩანჩქერზე და ლოს-ანჟელესის საერთაშორისო აეროპორტში. მოსკოვში ჩაქრება განათება კრემლზე და კიდევ ათასამდე სხვა შენობაზე. 

„დედამიწის საათი“ საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც WWF-მ პირველად 2007 წელს გამართა. იგი მოუწოდებს ხალხს მთელს მსოფლიოში გათიშონ შუქი და ყველა ელექტრო ხელსაწყო ერთი საათით, იმის ნიშნად, რომ მათთვის პლანეტის მომავალი სულერთი არ არის. 2015 წელს აქციაში მონაწილეობა 172-მა ქვეყანამ და 2 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0