თბილისის სატელევიზიო ანძა გამწვანდა

© facebook.com/CityHallofTbilisiთბილისის სატელევიზიო ანძა გამწვანდა
თბილისის სატელევიზიო ანძა გამწვანდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო უკვე მეორე წელია უერთდება მსოფლიო აქციას რომელიც ირლანდიის მფარველს - წმინდა პატრიკს ეძღვნება

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა 17 მარტს ერთი დღით მწვანედ განათდა, იტყობინება თბილისის მერიის პრესსამსახური. 

17 მარტს წმინდა პატრიკის  - ირლანდიის მფარველის დღე აღინიშნება, რომელმაც ამ კუნძულზე ქრისტიანობა შეიტანა და გადმოცემის თანახმად გველები განდევნა. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების იტორიული თუ კულტურული ძეგლების ჩვეულებრივი განათება მწვანე განათებაზე იცვლება  და ამ ინიციატივას The Global Greening ეწოდება. 

„საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას  აძლევს ირლანდიელ ტურისტებს“, — ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 

2016 წლის 17 მარტს, ასევე  თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0