თბილისის ფესტივალზე ლათინური ცეკვების შემსრულებლები შეიკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნიდან

© Flickr/ MusicalNieuwsცეკვა კიზომბა
ცეკვა კიზომბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალსას, ბაჩატას, კიზომბას, ჩა-ჩა-ჩას, რუენდასა და ზუკის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოცეკვავეებისთვის.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისში 18-20 მარტს ლათინური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი მოცეკვავეები ჩამოვლენ, აცნობეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფესტივალი მასტერ-კლასების ფორმატში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ ლათინური ცეკვების ინსტრუქტორები საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და დომენიკის რესპუბლიკიდან.

„სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე, მასტერ-კლასებთან ერთად, საცეკვაო საღამოებიც გაიმართება. ხოლო მოწვეულ ინსტრუქტორებს ჩვენი სტუდიის მოსწავლეები სიურპრიზის სახით სპეციალურ შოუს უჩვენებენ. მათ ასევე თბილისის გასაცნობი ექსკურსია ელოდებათ“, — განაცხადა საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექს კარომ.

ფესტივალის მასტერ-კლასები ჩატარდება ცეკვებში: სალსა, ბაჩატა, კიზომბა, ჩა-ჩა-ჩა, რუედა და ზუკი. გაკვეთილები გათვლილია როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოცეკვავეებისთვის.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა ფასიანია. Full Pass-ის ღირებულება 60 ევროა (ყველა მასტერ-კლასი და ყველა საღამო), Half Pass-ის — 30 ევრო (თითო მასტერ-კლასი და საღამო), Party Pass-ის — 25 ევრო (სამივე საღამო), ერთი საღამო — 10 ევრო, ყველა მასტერ-კლასი საღამოს გარეშე — 40 ევრო.

ფესტივალი თბილისურ სასტუმრო Asterion Palace-ში ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაცია და Salsa Caliente Tbilisi.

ყველა ახალი ამბავი
0