საქართველოს პრემიერმა ოპონენტები გააფრთხილა

© facebook.com/KvirikashviliOfficialქუმსიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე
ქუმსიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილმა ოპოზიციას საკუთარ გამონათქვამებში სამართალდამცველი ორგანოების დისკრედიტაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან მსგავსი ქმედება სახელმწიფოს ასუსტებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გამონათქვამებისგან, რომლებიც ქვეყნის უშიშროების სისტემის დისკრედიტაციას ახდენს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა არაერთხელ გააკრიტიკეს.

„მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში. სწორედ ამ რეფორმების და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ძირეული ცვლილებები, რამაც დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა ჩვენ ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა, გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს», — განაცხადა კვირიკაშვილმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე.

ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ აგდებით ვისაუბროთ მათზე, დასძინა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0