საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავების „კულტურული ტალღა“ გადაუვლის

© photo: Sputnik / Denis Aslanovძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურულ ღონისძიებათა სერიის დაფინანსება საქართველოში მსოფლიოს მაღალი კლასის მსახიობების ჩამოყვანას ითვალისწინებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება კულტურული ღონისძიებების სერია უმაღლესი კლასის არტისტების მონაწილეობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„დღეს განვიხილავთ რესურსების გამოყოფის საკითხს, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსება, რაც გულისხმობს მსოფლიოს უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში და მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას“, — განაცხადა პრემიერმა. მთავრობის სხდომაზე კვირიკაშვილის გამოსვლის ამსახველ ვიდეოს პრემიერის პრეს-სამსახური საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ცნობილი არტისტების ჩამოყვანა იგეგმება საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0