17 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„ლონდონის დაცემა“ (London Has Fallen) რეჟისორ ბაბაკ ნაჯაფის მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი, ფილმ „ოლიმპის დაცემის“ სიქველია (ერთგვარი გაგრძელება). მთავარ როლებში ჯერარდ ბატლერი, აარონ ეკჰარტი და მორგან ფრიმენი თამაშობენ. ისტორია ლონდონში ვითარდება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იდუმალებით მოცულ ვითარებაში იღუპება, ხოლო მისი დაკრძალვა — ეს დასავლეთის სამყაროს ლიდერების სავალდებულო დასწრებაა. მაგრამ ის, რაც დაიწყო, როგორც ყველაზე უსაფრთხო მოვლენა დედამიწაზე, ყველაზე ძლიერ მსოფლიო ლიდერებზე საშიშ თავდასხმაში გადაიზრდება, რაც მთელი მსოფლიოს მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის შეჩერება მხოლოდ სამ ადამიანს შეუძლია: აშშ-ის პრეზიდენტს, მისი დაცვის მრისხანე უფროსს და აგენტ მი-6-ს, რომელიც არავის ენდობა.
„ჯეინი იარაღს იღებს“ (Jane Got a Gun) — რეჟისორ გევინ ო’კონორის ამერიკული ვესტერნია, რომელშიც მონაწილეობენ ნატალი პორტმანი, ჯოელ ედგერტონი და იუენ მაკგრეგორი. მას შემდეგ, რაც ჯეინის დამნაშავე ქმარი თავისი ბანდიდან სახლში რვა ტყვიითა და თითქმის მკვდარი ბრუნდება, ახალგაზრდა ქალს დასაცავად თავისი ყოფილი საყვარლისადმი მიმართვა უწევს, რომლის ნახვაც ყველაზე ნაკლებად უნდა. ჯეინმა, ოჯახის ბანდისგან დასაცავად წარსული უნდა დაივიწყოს, გრძნობებს მოერიოს და ძლიერი და უკომპრომისო გახდეს.
„დაუპატიჟებელი სტუმრები“ (Shut In) რეჟისორ ადამ შინდლერის ტრილერია აგორაფობიით დაავადებული გოგონას — ანას შესახებ. როდესაც სამი დამნაშავე მის სახლში შეიჭრება, ანა თავს ვერაფრით აიძულებს, რომ ქუჩაში გაიქცეს. მაგრამ ბოროტმოქმედები ვერც კი ხვდებიან, რომ ღია სივრცის შიში გოგონას ფსიქიკის ერთადერთი დარღვევა არ არის. ფილმში მონაწილეობენ რონი კალკინი, ბეტ რისგრაფი და ჯეკ კესი.
გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის „დივერგენტი, თავი 3: კედელს იქით“ (The Divergent Series: Allegiant), რომლის ნახვაც IMAX-ში შეგიძლიათ, და პაროდიული შპიონური ექშენი „„ძმები გრიმსბიდან“ (Grimsby), რომელშიც მთავარ როლს საშა ბარონ-კოენი ასრულებს.
უკვე თბილისის კინოთეატრებშია რეჟისორების ჯოელ და ითან კოენების კომედიური ფილმი „გაუმარჯოს კეისარს!“ (Hail, Caesar!), კრიმინალური დრამა დამნაშავეებისა და კორუმპირებული პოლიციელების შესახებ — „სამი ცხრიანი“ (Triple 9) და ანიმაციური სურათი Zootopia.
გარდა ამისა, უქმეებზე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ სათავგადასავლო-ფანტასტიკური ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt) და ტიმ მილერის კომედიურ-ფანტასტიკური „დედპული“ (Deadpool).
კინო ბავშვებისთვის — მულტფილმი „ბუმბულიანი ბანდა“ (El Americano: The Movie), ანიმაციური „კუნგ-ფუ პანდა 3“ (Kung Fu Panda 3) ოსტატ პოს ახალი თავგადასავლების შესახებ და „ელვინი და თახვები“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!