საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა

გამოწერა
ქართული გუნდი „ექვსი ერის“ ტურნირის ერთ-ერთ წარმომადგენელს - იტალიის ნაკრებს უკვე ორი პოზიციით უსწრებს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის, თავის ისტორიაში პირველად, მე-12 ადგილი დაიკავა, იუწყება რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალური ვებგვერდი.

IRB-ს ახალ რეიტინგში საქართველოს 72,21 ქულა აქვს და ტონგას ნაკრებს 0,61 ქულით გაუსწრო.

ასეთი წინსვლა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გასვლით თამაშში მოგების (24:7) შემდგე გახდა. მატჩი ევროპის ერთა თასის ფარგლებში 12 მარტს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი „ექვსი ერის“ ტურნირის ერთ-ერთ წარმომადგენელს — იტალიის ნაკრებს უკვე ორი პოზიციით უსწრებს.

რეიტინგის ლიდერი უწინდებურად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი — ახალი ზელანდიის ნაკრებია. მის აქტივში 96,1 ქულაა. შემდეგ მოდიან ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა.

ყველა ახალი ამბავი
0