თბილისი, 16 მარტი— Sputnik. აშშ-ის ქალაქ ინდიან-უელსში ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იტალიელ სარა ერანთან წყვილში WTA Masters-ის სერიის (ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია) საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური გვერდი.
ქართულ-იტალიურმა დუეტმა მერვედფინალში უკრაინული წყვილი — კატერინა ბონდარენკო და ოლგა სავჩუკი — სამ დაძაბულ პარტიაში დაამარცხა ანგარიშით 7:6, 5:7, 10:8. საერთო ჯამში, ჩოგბურთელებმა კორტზე დაახლოებით ორი საათი გაატარეს.
ნახევარფინალში გასასვლელად კალაშნიკოვა-ერანის წყვილი ჩეხეთის გლავაჩკოვა-გრადეცკას წყვილს შეებრძოლება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 6 მლნ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.