პროკურორმა არასამთავრობოებს სკანდალური საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

© public domainსასამართლო, მართლმსაჯულება
სასამართლო, მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შსს აქტიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ, რათა დაადგინონ და ამხილონ პირები, რომლებმაც ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს — კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეებს ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორებისა და გამავრცელებლების გამოვლენასთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობა გააცნო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი ადამიანის მიმართ. საუბარია გასული წლის დეკემბრის მოვლენებზე, როდესაც მოქალაქე გელა ღურწკაიამ გავრცელების მიზნით გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს მესამე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენა.

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ საქართველოს პროკურატურა უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს, რათა დაადგინოს და ამხილოს ის პირები, რომლებმაც ეს ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ირაკლი შოთაძემ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების სქემა გახსნილია

დეკემბრის მოვლენების გარდა საქართველოს პროკურატურა ასევე ორ სხვა საქმეს იძიებს, რომლებიც Youtube-ზე ატვირთულ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრებს ეხება.

პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა ორშაბათს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.

სამივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით – „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“.

ყველა ახალი ამბავი
0