რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად, სირიაში სამხედრო კამპანიის დასრულებისა და შეიარაღებული ძალების სირიის ტერიტორიიდან გამოყვანის შესახებ განცხადება გააკეთა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებამ სირიაში მათზე დაკისრებული ამოცანები შეასრულა, რუსი სამხედროების წყალობით, ტერორიზმთან ბრძოლის გარემო შეიცვალა, აღნიშნა პუტინმა.
„რუსული სამხედროების დახმარებით სირიის სამხედრო და პატრიოტულმა ძალებმა მოახერხეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში კარდინალური გარდატეხის შეტანა, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ინიციატივის ხელში აღება და მშვიდობიანი პროცესის დაწყებისათვის ხელშეწყობა“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეო შოიგუს სამშაბათიდან რუსული დაჯგუფების ნაწილების სირიიდან გამოყვანა დაავალა, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები შესრულებულია.
„ვთვლი, რომ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი ამოცანა მთლიანობაში შესრულებულია. ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს ხვალიდან დაიწყოს ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ძირითადი ნაწილის გამოყვანა სირიის არაბეთის რესპუბლიკიდან“, — განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.
რუსეთის მხრიდან სამხედრო კამპანიის წარმოებისას განადგურდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია — რედ.) ინფრასტრუქტურული ობიექტები, დაჯგუფებების პუნქტები, შტაბები, საკომუნიკაციო ცენტრები, წარმოების ობიექტები, გადამამუშავებელი და ნავთობის ტრანსპორტირება. სირიაში რუსეთის მიერ ოპერაციების განხორციელების პერიოდში 9 ათასზე მეტი გაფრენა განხორციელდა და განადგურდა ტერორისტების ობიექტები და ასევე მოხდა ბოევიკების ლიკვიდავია.