პროკურატურამ ინტიმურ კადრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

© public domainპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა youtube-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.

თბილისი, 15 მარტი  - Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თხოვნით მიმართა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, youtube-ს, facebook-ს და google-ს სერვერებიდან — IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მომხმარებელის იდენტიფიცირება, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით,  ინტერნეტში სექსუალური ხასიათის მასალების განთავსებას ეხება.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ინტიმური ვიდეოკადრების გავრცელება დაუშვებელია
 

Youtube-ზე უკვე ორჯერ გამოჩნდა ქართველ პოლიტიკოსთა მამხილებელი მასალები. 11 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერში მითითებული იყო ვიდეოში აღწერილი პოლიტიკოსის ვინაობა. ორშაბათს გავრცელებულ ვიდეო-მასალაში კი მისმა გამავრცელებელმა მიუხედავად იმისა რომ სახელები არ დაასახელა და სახეებიც დაფარა, დაიმუქრა, რომ უახლოეს მომავალში კედევ რამდენიმე ვიდეოს გაავრცელებს ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. 

„საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა  facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც  ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა“,  - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

დაკავება - Sputnik საქართველო
ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო ორი პიროვნება დააკავეს

გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა youtube-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გამავრცელებლის დადგენის და ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ქ.თბილისში ჩატარდა 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, 5 სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები,  მოცემულ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალის შესწავლა. ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნულ იქნა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკითხულ იქნა 10 პიროვნება, ამასთან გამოკითხულ იქნენ ის ჟურნალისტები, ვისაც პირადი facebook-ის გვერდზე დაეგზავნათ გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია, მოწმეების მონაწილეობით დათვალიერდა აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა.

საქართველოს პროკურატურა სამი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კომპლექსურ რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას ადამიანის პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების სრულად გამოსაძიებლად და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, რა მიზნითაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით.


ყველა ახალი ამბავი
0