სირიელი პოლიტოლოგი: სირიის მომავალი რუსეთის გადაწყვეტილებებზე ბევრადაა დამოკიდებული

© photo: Sputnik / Dmitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სამხედრო ავიაბაზა სირიაში
რუსეთის სამხედრო ავიაბაზა სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყვანის დაწყებას მოლაპარაკებების ყველა მხარისთვის ჟენევაში გზავნილის გადაცემა შეუძლია: სირიის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა შესაძლებელია.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სირიელი ხალხი სირიიდან საჰაერო-კოსმოსური ძალების ნაწილობრივ გაყვანის თაობაზე მოსკოვის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, მაგრამ რუსეთის კვლავ სჯერა, რადგან ქვეყნის მომავალი დიდწილად მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, მიიჩნევს სირიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტოლოგი ალი ალ-აჰმადი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სამშაბათიდან რუსული დაჯგუფების ნაწილების სირიიდან გამოყვანა დაავალა, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები შესრულებულია, თუმცა, ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზა და ჰმეიმის აეროდრომი ფუნქციონირებას ისევ გააგრძელებენ და ამით საიმედო დაცვა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან უზრუნველყოფილი იქნება.

რუსეთის ავიაბაზა სირიაში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რუსეთი, გეგმის შესაბამისად, სირიაში სამხედრო ძალებს ამცირებს

"სირიელი ხალხი რუსულ მხარეზე და, კონკრეტულად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე დიდ იმედებს ამყარებდა და ახლაც ამყარებს. გუშინდელი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი სირიელ ხალხს არ აღელვებს — პირიქით, ძალიან აღელვებს. ადამიანებს სურთ გაიგონ, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მით უმეტეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძვით. სირიელი ხალხისა და სირიის მომავალი მსგავს გადაწყვეტილებებზე ძალიან ძლიერაა დამოკიდებული“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ალ-აჰმადმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სირიიდან საჰაერო-კოსმოსური ძალების გაყვანას მოლაპარაკებების ყველა მხარისთვის ჟენევაში გზავნილის გადაცემა შეუძლია: სირიის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა შესაძლებელია.

„ეს უნდა გაიგონ აშშ-მა და აქ, რაიონში თურქეთმა და საუდის არაბეთმა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი მხარე აქვს. მით უფრო, რომ რუსული მხარის იმედი ყოველთვის გვქონდა და კვლავაც შეგვიძლია გვქონდეს. რუსეთი მხოლოდ სირიისთვის მსგავს გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, მაგრამ არც მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, და ის სირიის დახმარებაზე ხელს არ აიღებს. ასე რომ, სირიაში მდგომარეობაზე თვითონ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებაა დამოკიდებული“, — დასძინა პოლიტოლოგმა.

ალ-აჰმადის აზრით, სირიის კონფლიქტის ყველა მხარემ იცის, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან არ გასულა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებმა „რუსეთისა და სირიის ძალები იგრძნეს“. „ახლა უკვე ამ რეგიონში ყველა მეტი სიფრთხილით ითამაშებს“, — დაასკვნა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბავი
0