თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბერლინში სამშაბათს მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ ადგილობრივი პოლიციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, სავარაუდოდ, ავტომობილი დანაღმული იყო.
Schwerer Unfall auf der Bismarckstr #charlottenburg pic.twitter.com/hD7zw4KDeF
— Berlin-Reporter (@ReporterBerlin) 15 марта 2016 г.
„მანქანაში ან მასზე იყო დამაგრებული. გარემოებები დგინდება“, — განაცხადა სააგენტოსთან უწყების წარმომადგენელმა.
პოლიცია მანქანის პატრონისა და გარდაცვლილის ვინაობის დადგენას ცდილობს.
შემთხვევა ბერლინის დასავლეთ ნაწილში, შარლოტენბურგის რაიონში დილის 08 სთ-ზე (თბილისის დროით 11.00 სთ) მოხდა. მეტროს სადგურ „ბისმარკშტრასისკენ“ მიმავალი ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც იქვე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.