გუბერნატორი „ბიზნეს კურიერს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

© სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 12 მარტს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გასული სიუჟეტი მისი საქმიანი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik./სოფო კაკაჩია/ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც, შაბათს  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ —ზე, ბიზნეს კურიერში გასულ სიუჟეტს და გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია,რომ ჟურნალისტის მხრიდან მოხდა ცრუ ბრალდებების გაჟღერება  და საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დეზინფორმაციის გავრცელებისათვის გუბერნატორის ადმინისტრაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის  გადაცემა „ბიზნესკურიერს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს.

"მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და გარკვეული მედია  საშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჩემს ახლო ნათესავებთან ერთად ჩართული ვარ თხილის ბიზნესში და ვახდენ აფხაზეთიდან თხილის გადმოტანას.

ცალსახად ავღნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე“, — ნათქვამია განცხადებაში.

გადაცემა „ბინზეს კურიერში“ გასული ცალმხრივი და მიკერძოებული სიუჟეტის გამო, მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი — ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, — აღნიშნავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საგანგებო  განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0