ტყუილად არ ამბობენ, რომ ნიჭიერი ადამიანები ყველაფერში გამორჩეულნი არიან. ნინო ანანიაშვილი ამის დადასტურებაა — მსოფლიოში ცნობილმა ბალერინამ ანსამბლ „სუხიშვილებთან“ ერთად „ლეკური“ იცეკვა. აუცილებლად ნახეთ ეს შესანიშნავი გამოსვლა.
როცა უყურებ, როგორ ასრულებს ანანიაშვილი უძველეს კავკასიურ ცეკვა „ლეკურს“, ხვდები, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ოდესღაც მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინამ მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით შეძლო სცენაზე გადმოეცა კავკასიელი ხალხის ხასიათი და სული.
ნინო ანანიაშვილის შესანიშნავი ტექნიკის, უნიკალური და დახვეწილი სტილის შედეგია, რომ მასზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა.
ანანიაშვილის ტექნიკა უნიკალურია, რომელიც მოსკოვის მარიასა და დიდი თეატრების კლასიკური სკოლების აღზრდითა და დასავლეთის ქორეოგრაფიის გავლენით ჩამოყალიბდა. ის მუშაობდა მსოფლიო თეატრებთან — ამერიკული ბალეტის თეატრთან, შვედეთის სამეფო ბალეტთან, ნორვეგიის ნაციონალურ ბალეტთან, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიისა და მონტე-კარლოს გრანდ-ბალეტთან.
დღეს ნინო ანანიაშვილი საქართველოს ეროვნული ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია.