„გადმოხტი და გაიყინე“ – ექსტრემალური შეჯიბრება გუდაურში ჩატარდება

© Пресс-служба Red Bull"გადმოხტი და გაიყინე!"- ექსტრემალური შეჯიბრება
გადმოხტი და გაიყინე!- ექსტრემალური შეჯიბრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა სახალისო კოსტიუმში გამოწყობილი 20 გუნდი თავის პერფომანსს წარმოადგენს და 100-მეტრიანი სიმაღლიდან ყინულიან წყალში გადახტება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. გუდაურში 2016 წლის 20 მარტს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და სპორტულ-გასართობი საერთაშორისო შეჯიბრება „გადმოხტი და გაიყინე“ (Jump&Freeze) ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

გუდაური —  დაბა დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სამხედრო გზაზგე, ჯვრის უღელტეხილის (2379 მ ზღვის დონიდან) სიახლოვეს. - Sputnik საქართველო
სამთო–სათხილამურო კურორტი გუდაური

შეჯიბრების წესები ასეთია: სხვადასხვა სახალისო კოსტიუმში ჩაცმული მონაწილეები 100-მეტრიანი ტრასის ბოლოს დამონტაჟებული სპეციალური დაბალი ტრამპლინიდან წყლით სავსე აუზში ხტებიან.

როგორც შეჯიბრების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ყინულიანი წყლის შემდეგ ყველა კონკურსანტს სპეციალურ თბილ სივრცეში გადაიყვანენ.

გარდა ამისა, შეჯიბრებაზე უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული: ადგილზე მობილიზებული იქნებიან მაშველები და აკვალანგისტები. ყველა მონაწილის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება.

„განაცხადებით 30-მდე გუნდმა მოგვმართა, შედეგად 20 საუკეთესო გუნდი შევარჩიეთ (თითოეული არაუმეტეს სამი მონაწილისგან შედგება). თითოეულ გუნდს ხუთი წუთი მიეცემა (პერფომანსი+გადახტომა+აუზიდან ამოსვლა). გუნდის ეკიპირება შეიძლება იყოს თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვა „სატრანსპორტო“ საშუალებები“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

© Пресс-служба Red Bullგადმოხტი და გაიყინე“ - ექსტრემალური შეჯიბრება
გადმოხტი და გაიყინე“ - ექსტრემალური შეჯიბრება - Sputnik საქართველო
გადმოხტი და გაიყინე“ - ექსტრემალური შეჯიბრება

მონაწილეებს კრეატიულობისა და ნახტომის შესრულების ტექნიკის მიხედვით კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. სამი გამარჯვებული გუნდი ღონისძიების სპონსორებისგან სპეციალურ პრიზებს მიიღებს.

შეჯიბრებას წაიყვანენ ტელეწამყვანები ნიკა გრიგოლია და გუკა სალუქვაძე. ღონისძიებას მუსიკალურად მუსიკოსი ირაკლი ჯოჯუა გააფორმებს.

„უნიკალური სანახაობა, დაუვიწყარი გართობა, დრაივი და ექსტრიმი ყველას გარანტირებული აქვს“, — აცხადებენ ორგანიზატორები.

© Пресс-служба Red Bullგადმოხტი და გაიყინე“ - ექსტრემალური შეჯიბრება
გადმოხტი და გაიყინე“ - ექსტრემალური შეჯიბრება - Sputnik საქართველო
გადმოხტი და გაიყინე“ - ექსტრემალური შეჯიბრება

შეჯიბრება „გადმოხტი და გაიყინე“ კომპანია Red Bull-ის საერთაშორისო პროექტია. პირველად ის ავსტრიაში 2008 წელს ჩატარდა. საქართველოში ღონისძიება მესამედ ტარდება.

საქართველოში პროექტის მხარდამჭერები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

საქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები

 

ყველა ახალი ამბავი
0