სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

© администрация Озургетиთოვლი ოზურგეთში
თოვლი ოზურგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტის დასაწყისში სითბოს შემდეგ ამ კვირაში საქართველოში აცივება და წვიმა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი.

თბილისი — 14 მარტი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 მარტამდე ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ნინო წვერავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

სამშაბათს დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, მაღალმთიანეთში თოვლია მოსალოდნელი. ქარის სიმძლავრე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგიერთ რაიონში — 20-25 მ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ასევე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში — თოვა და ქარბუქი. ქარის სიმძლავრე წამში 30 მეტრს მიაღწევს.

ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში 2-7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 7-12 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში – ღამით –2—+3 გრადუსი, ხოლო დღისით — –1—+4.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 5-10 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღისით — 9-14. მაღალმთიან რაიონებში – ღამით –5–0, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით იწვიმებს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, ზოგან — 28-ს. ღამით 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 10.

ოთხშაბათს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. მთაში — თოვა. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ღამით 2-7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 5-10. მაღალმთიან რაიონებში იქნება –7—–2, ხოლო დღისით — –3—+2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით იქნება –1—+4, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში მოსალოდნელია –13––8 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — –5-0 გრადუსი ყინვა.

თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 3 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 9 გრადუსი.

© Sputnik.წვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
წვიმა თბილისში

წვიმიანი დღე იქნება საქართველოში ხუთშაბათსაც. მთაში კვლავ ითოვებს. ქარი დასავლეთში წამში 10-15 მეტრის სიჩქარით იქროლებს, ხოლო აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში — 17-22 მეტრის სიჩქარით წამში.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 4-9. მაღალმთიანეთში ღამით –8––3 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით — –4––1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით –2—+3, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში ღამით –16––11 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — –6––1 გრადუსი.

თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით იქნება 0, ხოლო დღისით — 8 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0