თბილისი, 13 მარტი — Sputnik. დღეს, საღამოს, თურქეთის დედაქალაქში ტერორისტული აქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თურქეთის პრემიერის ოფისიდან 200 მეტრის დაშორებით, ანკარის ცენტრში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილთა რიცხვი კი 75-ს აღწევს.აღწევს
გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა ორ ავტობუსს შორის აფეთქდა.
ტერორისტული აქტი ანკარაში ერთი თვის წინ, 17 თებერვალსაც მოხდა. მაშინ დანაღმული ავტომობილი პარლამენტისა და გენერალური შტაბის სიახლოვეს აფეთქდა. თებერვლის თვეში მომხდარ ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაიჭრა.