თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ნასას ექსპერტებმა მიმდინარე წლის თებერვალი 1880 წლიდან ყველაზე თბილ თვედ დაასახელეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმდინარე წლის უკვე მეორე ანომალიური რეკორდია — პირველი იანვარს ეკუთვნის, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.
მეცნიერები ასეთ დათბობას არა მხოლოდ ანთროპოგენური გლობალური დათბობის პროცესებს უკავშირებენ, არამედ ამ სეზონში უაღრესად ძლიერ „ელ-ნინიოს ეფექტს“ — წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის თბილი დინების კლიმატის ზემოქმედებასაც.
ნასას მონიტორინგის მონაცემებით, დედამიწის ზედაპირზე თებერვალში საშუალო ტემპერატურა 1,35°C-ით მაღალი იყო, ვიდრე 1951-1980 წლების დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები. ეს პერიოდი საკონტროლო პერიოდად მიიჩნევა. შესაბმისად, 2016 წელს თებერვლის ტემპერატურული ნორმიდან გადახრა სამეცნიერო მეტეოდაკვირვებების მთელი დროის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
თანაც, თებერვალი პირველი რეკორდსმენი თვე არ არის. მანამდე ექსპერტებმა ასეთად მიმდინარე წლის იანვარი დაასახელეს.
წინა რეკორდულად თბილი თებერვალი 1998 წელს იყო, მაშინაც ასევე ძალზე აქტიური იყო ელ-ნინიო. იმ წელს საშუალო ტემპერატურამ ნორმას მხოლოდ 0,846 °C-ით გადააჭარბა.