სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

© МВД Грузииსტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულები
სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტის მიერ დასაცავ ობიექტებს შორისაა მილსადენები, რომლითაც აზერბაიჯანიდან შემოსული ნავთობი და ბუნებრივი აირი მსოფლიო ბაზარზე გადის, ასევე მისი თანმდევი ინფრასტრუქტურული ობიექტები.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 86-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ამის შემდეგ მათ საკუთარი საბრძოლო უნარები აჩვენეს, იუწყება კვირას შსს-ს პრესსამსახური.

ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას და უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით. 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან. 

შსს-ს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 86 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ჯარისკაცებმა, ფიცის დადების შემდეგ, საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას და უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on 2016 წლის 12 მარტი, შაბათი

სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი იცავს ნავთობსადენებს — ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენს, ასევე ამ მილსადენების თანმდევ ინფრასტრუქტურას საქართველოს ტერიტორიაზე.


ყველა ახალი ამბავი
0