აგავას პლანტაციები მექსიკაში თოვლმა დააზიანა

© компания Pernod Ricard Mexicoთოვლი აგავის პლანტაციებზე
თოვლი აგავის პლანტაციებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობის გამო, აგავას პლანტაციების გარდა, რომელსაც ტეკილას წარმოებისთვის იყენებენ, ადამიანებიც დაზარალდნენ.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მექსიკის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ძლიერი ქარი და თოვლი დაატყდა თავს, რამაც ამ ქვეყნის ერთ-ერთ ტრადიციულ მცენარეს — აგავას, რომელსაც ტეკილას წარმოებისთვის იყენებენ, დიდი ზარალი მიაყენა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აგავას პლანტაციების ფოტოები ხალისკოს შტატიდან. ამ მცენარეს სითბო უყვარს და ყინვას ვერ უძლებს, ამ შტატის 11 მუნიციპალიტეტში კი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, ამჟამად სიცივე, ყინვა და თოვლია.

ერთ-ერთი რეგიონი, სადაც დიდი თოვლი მოვიდა, არანდასია. აქ აწარმოებენ საექსპორტო ტეკილას ცნობილ მარკებს. არანდასში ტეკილას დამზადების ერთ-ერთმა ცნობილმა ოსტატმა ხესუს ერნანდესმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი მოვლენა რეგიონში არასდროს ყოფილა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ტეკილას წარმოების შემცირებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და სიტუაციის შესაფასებლად ორი-სამი კვირაა საჭირო.

უამინდობის გამო, პლანტაციების გარდა, ადამიანებიც დაზარალდნენ. ძლიერი — 100 კმ/სთ-ში ქარის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის შედეგადაც ისინი უშუქოდ დარჩნენ. ქარის დროს ხეების წაქცევისას, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მანამდე კი ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლებიც ძლიერი წვიმის გამო სატვირთო ავტომანქანის ხრამში გადავარდნისას დაიღუპნენ.

ყველა ახალი ამბავი
0