თბილისში საქართველოს რეგიონებისა და მეზობელი ქვეყნების ასობით მონაწილე შეკრიბა ძაღლების საერთაშორისო გამოფენამ, რომელშიც დაახლოებით 80 ჯიშის ძაღლი მონაწილეობს. Sputnik-ი გამოფენის ამსახველ ფოტომასალას წარმოგიდგენთ.
ორი დღის განმავლობაში, 12-13 მარტს თბილისში ძაღლების ყველა ჯიშის საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI გაიმართა, რომელიც ორი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგებოდა — "Georgian Spring 2016" და "Tbilisi Challenge 2016". გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციაა. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოს „წარმომადგენელი“ ძაღლების გარდა, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან ჩამოყვანილი ძაღლებიც იღებენ.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ კატეგორიაში: „ბეიბი“, „ლეკვები“, „იუნიორები“ და „ვეტერანები“. გარდა ამისა, დასახელდება ნომინაცია „ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლის“ მფლობელიც. ყველა გამარჯვებულს სხვადასხვა თასები, ტიტულები და საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცემა.
კავკასიური ნაგაზისა და ქართული მთის ჯიშის წარმომადგენლებისთვის ცალკე რინგია გამოყოფილი. ამ ჯიშის ძაღლებისთვის ორგანიზებულია CAC-FCG-ის მონოჯიშიანი გამოფენა "თართი 2016".
გამოფენა თბილისის მერიის მხარდაჭერითი იმართება.