თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 15 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა.
თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში თურქეთი-აზერბაიჯანის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება.
თურქეთის პრეზიდენტის ადრე დაგეგმილი ვიზიტი აზერბაიჯანში ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო გადაიდო.