აჭარაში კურორტ ბეშუმის რეაბილიტაცია იწყება

გამოწერა
აჭარის მაღალმთიანი კურორტი ბეშუმი ადგილობრივი კლიმატის სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. იწყება მაღალმთიანი კურორტი ბეშუმის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია. სამუშაოები როგორც ადგილობრვი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 

© САЙТ КУРОРТА БЕШУМИკურორტი ბეშუმი
კურორტი ბეშუმი  - Sputnik საქართველო
კურორტი ბეშუმი
 

„კურორტის რეაბილიტაცია წელს დაიწყება. მისი დასრულების ვადები რეაბილიტაციის პროცესში გახდება ცნობილი“, — განაცხადეს რეგიონულ დეპარტამენტში.

ბეშუმი პოპულარულია როგორც სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის თავისებურებაა ძალზე სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბრონქული ასთმით და, ზოგადად, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის. 

© https://www.facebook.com/BeshumiBeshumi/?fref=nfბეშუმი ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზია
ბეშუმი ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზია - Sputnik საქართველო
ბეშუმი ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზია

ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება. აგვისტოში აქ სახალხო დღესასწაული შუამთობა იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0