ტრამპმა მასზე თავდამსხმელ აქტივისტს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში დასდო ბრალი

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იმუშავეს, რათა შეეჩერებინათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მანიაკი, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანიდატმა და დასძინა, რომ მასზე თავდამსხმელი აქტივისტი ციხეში უნდა იჯდეს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში განაცხადა, რომ აქტივისტი, რომელიც მას თავს დაესხა, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული. 

აშშ-ის სპეცსამსახურის თანამშრომლები შაბათს იძულებული გახდნენ, პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ალყაში მოექციათ, როცა ოჰაიოში მის მომხრეებთან შეხვედრის დროს მასზე თავდასხმას უცნობი შავკანიანი მამაკაცი შეეცადა.

„სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იმუშავეს სცენაზე შემოჭრილი მამაკაცის შესაჩერებლად. ის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული და ციხეში უნდა იჯდეს“, — დაწერა ტრამპმა.

მანამდე რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო მასმედიაში შაბათს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპმა გააუქმა წინასაარჩევნო გამოსვლა ოჰაიოს შტატში. შაბათს, დილით ვინმე ერიკ დეტერსმა, რომელმაც ოჰაიოში ტრამპის წარმომადგენლად დაასახელა თავი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიზნესმენმა აშშ-ის სპეცსამსახურების რეკომენდაციები გაითვალისწინა და, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისი გამოსვლა გააუქმა. 

წინა დღეს ტრამპს, ასევე „უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტში გამოსვლის გაუქმება მოუწია. ეპატაჟური პოლიტიკოსის ათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა არენის შიგნით და გარეთ, რის გამოც ღონისძიება სპიკერის მოსვლამდე გადაიდო, თუმცა ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მაინც მოხდა.

ჩიკაგოში ღონისძიების ჩაშლაში მასმედიამ დემოკრატი კანდიდატის ბერნი სანდერსის მომხრეებზე მიიტანა ეჭვი, რაც მოგვიანებით თავად ტრამპმაც არ გამორიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0