თბილისელი სომხების სახეები ან როგორ ცხოვრობენ სომხები მეორე სამშობლოში — ასე შეიძლება ეწოდოს თბილისის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აგორა-ჯორჯიას“ ხელმძღვანელის ვიქტორია მაქსოევასა და საქართველოში სომხეთის ყოფილი ელჩის ოვანეს მანუკიანის ინიციატივას, წერს „Sputnik სომხეთი“.
ფოტოგამოფენაზე 65 ათასი ფოტოდან 50 იყო წარმოდგენილი, რომელიც აკულიანის პირადი არქივის კუთვნილებაა. ფოტოებზე ბოლო პერიოდში სათვისტომოს ცხოვრების საკვანძო მოვლენები, მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები და ღონისძიებებია აღბეჭდილი და რა თქმა უნდა, თბილისელი სომხებისა და მოძმე-ქართველების პორტრეტები.

„აი, ეს, საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაა, ეს კი სურბ გევორქის სომხური ეკლესიის რესტავრაცია. გაიანე ხაჩატურიანი — დიდი მხატვარი, რომელიც, სამწუხაროდ ჩვენთან აღარ არის. სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ვიზიტი ჩვენს სათვისტომოში. ია, ეს ჩვენი მთარგმნელი გივი შახნაზარი პოეტ ანაიდ ბოსტანჯანიანთან ერთად, აქ კი პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი „ხათაბალას“ თამაშობს. ამ ფოტოზე ვარდატონს (ვარდების დღესასწაული — რედ.) ზეიმობენ, აქ კი ვარდავარს (სომხური საეკლესიო დღესასწაული — რედ.), — განმარტავს ფოტოგრაფი სტუმრებისათვის.
მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები და სტუმრები წარმოდგენილ ფოტოებს ერთმანეთის მიყოლებით ათვალიერებენ — ერთ დროს ბაბუები თუ როგორ სტუმრობდნენ თბილისში ცნობილ ნავთობმაგნატსა და ფილანტროფისტ ალექსანდრ მანთაშევს.

თავად ათბილისში დაბადებული აკულიანი მორიდებით აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ფოტოგრაფია 40 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ მისი განუყოფელი ნაწილია.
„ამბობენ, რომ გამომდის“, — ღიმილით აღნიშნავს ფოტოგრაფი.
თბილისელ სომხებზე ცნობები უხსოვარი დროიდან არსებობს. ისტორიულად ისე აეწყო, რომ მეზობელ ქართველებთან ერთად ჩვენ ჯანსაღი კონკურენციის გარემოში ვცხოვრობთ: ვის ბევრი აქვს, გემრიელი და საუკეთესო.
ჯერ კიდევ იტალიელი მოგზაური მარკო პოლი წერდა, რომ ერთ მშვენიერ ქალაქშ, სახელად თბილისში აღმოჩნდა, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ სომხები და ქართველები.
საქართველოში სომხეთის ყოფილმა ელჩმა მანუკიანმა კი დიპლომატიური მოღვაწეობისდროინდელი ერთი შემთხვევა გაიხსენა.

„ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში სუფრასთან აღმოვჩნდით მე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მე მას კომენტარი ვთხოვე დმანისში აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის თავის ქალის აღმოჩენის შესახებ. პრეზიდენტმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ აღნიშნა: „მას შემდეგ, რაც სომხებმა განაცხადეს, რომ ღვინო პირველად სომხებმა ჩამოასხეს, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ვთქვათ — პირველი ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა“, — განაცხადა მან.
საღამოზე ორ ხალხს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და კურიოზულ შემთხვევებზე სომხეთში ქართული საზოგადოება „ივერიის“ თავმჯდომარემ სვეტლანა ნამჩივაძემ, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სომხეთში მალხაზ მალაშხიამ, საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა და სხვა სტუმრებმა ისაუბრეს. დღეს თბილისში სომხეთის დიდი სათვისტომო მოქმედებს, რომელიც საქართველო-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

ერთხელ ფრუნზიკ მკრტიჩიანს ორ ხალხს შორის მეგობრობაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: „როდესაც საუბარი სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე მიდის, მაშინ სიტყვა მეგობრობა ჩემთვის მიუღებელია. მე ამ კონტექსტში სიტყვა „ძმებს“ გამოვიყენებდი. ჩვენ ძმები ვართ, შეშლილი, გადარეული ძმები“.