ეგვიპტის მოქალაქეს საქართველოში კუთვნილი მიწის ნაკვეთს თაღლითური გზით ართმევდნენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი მინდობილობა დაამზადა, მიწის ნაკვეთი საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა და გაასხვისა კიდეც.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების ბრალდებით გიორგი კ. დააკავეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ეგვიპტის მოქალაქის, მარკო გრეის საკუთრებაში არსებული დიდ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაეუფლება დაგეგმა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან აპისტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა დაამზადა, თითქოს ეგვიპტის მოქალაქემ მას მიწის განკარგვის უფლება გადასცა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტით გიორგი კ.-მ მიწის ნაკვეთის თავის სახელზე დარეგისტრირება და გასხვისება მოახერხა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე  მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0