შსს-მ იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე სამეგრელოს მკვიდრი დააპატიმრა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ზუგდიდი მკვიდრი დააპატიმრა, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „გლოკის“ ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0